ახალგაზრდები საგზაო უსაფრთხოების დაცვის საინფორმაციო კამპანიას იწყებენ

სპორტის უნივერსიტეტში საგზაო უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა, ხოლო ინსტიტუტის წინ არსებულ „ზებრა“ გადასასვლელზე სლოგანით – „გამატარე!“ ფლეშმობი გაიმართება.
პირველი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის პრეზენტაცია, შემდეგ კი, საჯარო განხილვა გაიმართება.
სპორტის უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებულ უშუქნიშნო „ზებრა“ გადასასვლელზე კი, გაიმართება ფლეშმობი სლოგანით „გამატარე“. ფლეშმობში მონაწილეობას სტუდია „მოდერნის“ მოცეკვავეები და მოხალისეები იღებენ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხვალ ახალგაზრდები საგზაო უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას იწყებენ.
კამპანიას ორგანიზებას საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში თათია დოლიძე უწევს, რომელსაც აღნიშნული მანდატი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „ახალგაზრული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე მიანიჭა.
საინფორმაციო კამპანია საგზაო წესების დაცვასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები