მიხეილ ჯანელიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე – პრემიერს, განათლების მინისტრს შეხვდა

2016 წლის 3 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე პრემიერ-მინისტრთან, განათლების მინისტრთან, მოჰამად სნეიბათთან, რომელიც საქართველოს ვიზიტით ეწვია იუნესკოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იორდანიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით და აღნიშნა, რომ იორდანიასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება საქართველოს მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ხაზი გაესვა იორდანიის როლს რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
შეხვედრაზე გამოითქვა დაინტერესება ქვეყნებს შორის ბიზნესდელეგაციების გაცვლითი ვიზიტების განხორციელების, კერძოდ, განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმისა და ფინანსური მიმართულებით.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. იორდანიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები