არჩილ კაიკაციშვილი – წასვლის წინ, პაპუაშვილს ერთადერთი მოტივაცია გააჩნია – “დაეხმაროს „ნაცმოძრაობას”

“ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციას გიორგი პაპუაშვილმა დარტყმა მიაყენა და ინსტიტუცია წარმოდგენილია, როგორც პოლიტიკური მხარე.
მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილის ყველა განცხადება და გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან და “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის დაკავშირებული, რომლებსაც წინასაარჩევნოდ არასტაბილური გარემოს შექმნა უნდათ.
“გიორგი პაპუაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას სექტემბერში ასრულებს, ინსტიტუციის სრულ დისკრედიტაციაში ტოვებს. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს წარმოდგენილია, როგორც პოლიტიკური დაპირისპირების მონაწილე, პოლიტიკური მხარე. შესაბამისად, პაპუაშვილის ყველა განცხადება და გადაწყვეტილება დაკავშირებულია ოდესის გუბერნატორის მითითებებთან.
პაპუაშვილის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის თაობაზე გაკეთებული განცხადება ორ მიზანს ემსახურებოდა: პირველი – მოქალაქე როლანდ ბლადაძის ქონებრივი დავის გადაფარვას, რადგან 18 ივლისს, პაპუაშვილს სასამართლომ უარი უთხრა საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. მეორეა – წინასაარჩევნო პროცესში გიორგი პაპუაშვილი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ჩაერთო.
წასვლის წინ, პაპუაშვილს ერთადერთი მოტივაცია გააჩნია, “დაეხმაროს „ნაცმოძრაობას” და ქვეყანაში არასტაბილური საარჩევნო გარემო შექმნას. პაპუაშვილი არის პოლიტიკური მხარე. გამორიცხული არაა, “ნაციონალების” საარჩევნო სიის სათავეში პაპუაშვილი ვიხილოთ”, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები