“უმჯობესია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა რეალურ ზეგავლენაზე ისაუბრონ”

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული საქმეების მოკლე ვადაში განხილვა “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების აშკარა გატარებაა.
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც სასამართლოს მიერ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გატარებაში, “უგულავას საქმეებსა” და “რუსთავი 2”- ის საქმეს გულისხმობდა.
მამუკა მდინარაძის თქმით, “საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებმა, რომლებიც დანარჩენი 5 მოსამართლის პრეტენზიებსა და კითხვებს გაუგებარ პასუხებს სცემენ, უმჯობესია, რეალურ ზეგავლენაზე ისაუბრონ”.
“როდესაც მეორე დღესვე განმწესრიგებელი სხდომები ისე ინიშნება, რომ სხვა მოსამართლე საქმის კურსში არ არის და მასალებს არ იცნობს, ეს პირდაპირი შეკვეთაა. ამის ქვეტექსტი შეიძლება იყოს პირადი სიმპათიები, ზეგავლენა. ჯობს, რეალურ ზეგავლენაზე ისაუბრონ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებმა, რომლებიც დანარჩენი 5 მოსამართლის პრეტენზიებსა და კითხვებს გაუგებარ პასუხებს სცემენ. ყველაზე საგანგაშო ფაქტი, რაც ამ ბოლო დღეებში გაჟღერდა – როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების ჩაწყობა და კონკრეტული საქმის ავტორების ინტერესების ლობირება ხდება. როდესაც სარჩელი პარასკევს შედის, ატანენ უკან, ეუბნებიან დაამატე მოთხოვნები, რადგან არ იქნება კარგი სარჩელი და მეორე დღეს დაზუსტებული, მუხლდამატებული სარჩელი შედის, რაც კანონსაწინააღმდეგოა.
ეს ხდება 2016 წელს, 21-ე საუკუნეში. საუბარი მაქვს კაბელების საქმეზე, რომელსაც საბოლოოდ, გიგი უგულავას საქმე გაუერთიანდა და სადაც აშკარად, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესები იკვეთება”,- აღნიშნა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ყველა პასუხისმგებლობის მქონე იურისტმა უნდა გაითავისოს, რომ არ გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომელიც სასამართლო სისტემას ზიანს მიაყენებს.
“პაპუაშვილის განცხადებებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ამ უწყების იმიჯი, თუმცა ვიდრე მან ეს განცხადებები არ გააკეთა, თქვენ ნახეთ, რომ წინა შემთხვევებში, მას არავინ გამოხმაურებია, რათა სასამართლოს იმიჯი არ დაზიანებულიყო”,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები