არჩილ გამზარდია – „რუსთავი 2-ის” საქმეს პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია

ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას შეფასებით, როდესაც სასამართლოში რომელიმე საქმე ძალიან სწრაფად იხილება, შესაძლოა, გარკვეული ეჭვები გაჩნდეს. მისი თქმით, “აქტუალობისა და საჭიროების გამო, შესაძლოა, სასამართლოებში გარკვეული საქმეები სწარაფად იხილებოდეს.
“როდესაც რაღაც საქმე ძალიან ნელი ტემპით მიდის, შეიძლება, რომელიმე ინსტანციაში, ან რომელიმე ორგანოში უფრო სწრაფი ტემპით განვითარდეს. მაგრამ როდესაც ზედმეტად ჩქარი ტემპით მიდის საქმის განხილვა, იმის გამო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს სასამართლოს მხრიდან უნიკალური და ძალიან ობიექტური მუშაობის გამოცდილება, შესაძლოა, გარკვეული ეჭვები ჩნდებოდეს. როდესაც ეჭვები ჩნდება, სასამართლო კიდევ უფრო ღია უნდა იყოს და განმარტებებიც გაკეთდეს”,- განაცხადა გამზარდიამ.
რაც შეეხება “რუსთავი 2“-ის საქმეს, გამზარდიას განმარტებით, მას პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია. “მე ნომინალურ დონეზეც კი არ მივაწერ “რუსთავი 2”- ის “ქეისს” პოლიტიკურ სარჩულს, სხვა “ქეისები” რომ განვიხილოთ, იქ შეიძლება, ეს ეჭვები უფრო გაჩნდეს”,- აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები