„უგულავას და „რუსთავი 2″-ის შემთხვევაში, გამონაკლისი დაუშვეს და საქმეები ბოლო 3 თვეში განიხილეს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების განხილვასთან დაკავშირებით აშკარა ტენდენციურობა სახეზეა.
ფოფხაძის თქმით, ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ სასამართლოს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, პლენუმზე გადაცემული საქმეებიდან არცერთი განუხილავს 4 თვეზე ნაკლებ პერიოდში და პოლიტიკურად მოტივირებულ – უგულავას და “რუსთავი 2”-ის საქმეებზე გამონაკლისი დაუშვეს და ბოლო 3 თვეში განიხილეს, სტატისტიკა თავად საუბრობს თავის თავზე.
“იმის თქმა, რომ ეს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს და ამიტომ სწრაფად უნდა განვიხილოთო, არასწორია, რადგან თუ ზოგადი სტანდარტი გაქვს, ნიშნავს, რომ მეტ-ნაკლებად გჭირდება ეს სვლა იმისთვის, რომ ობიექტური და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუ საკითხებს უფრო ჩქარი ტემპით იხილავ და შეზღუდულ ვადებში, ნიშნავს, რომ ან დაინტერესება გაქვს ამ საქმეებით, ან ტენდენციური ხარ; უკვე ჩამოყალიბებული აზრი გაქვს და არ გჭირდება არც მასალების შესწავლა, არც საკითხის გააზრება. თავისთავად, ეს სტატისტიკა, ჩემი აზრით, სხვა რამეზე არ უნდა მეტყველებდეს. შეიძლება, სხვამ რაღაც ლოგიკა დაგვანახოს ამაში, მაგრამ სტატისტიკის ლოგიკას რომ მივყვეთ, სხვა დასკვნის გაკეთება შეუძლებელია”, – განაცხადა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები