“უწყებაში ყველა კვალიფიციური კადრი თავის ადგილას დარჩება”

თავდაცვის ახალი მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, უწყებაში ყველა კვალიფიციური კადრი თავის ადგილას დარჩება. აღნიშნული კომენტარით მინისტრმა „დელტას“ ხელმძღვანელის – უჩა ძოძუაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. .
„წინასწარი გეგმებით, რომ “დელტას” ხელმძღვანელი იქნება, თუ სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უნდა გავათავისუფლოთ, არ მივსულვარ უწყებაში. მე მივედი ჩემს გუნდთან ერთად. მათ ექნებათ საშუალება, ჩემთან ერთად გაეცნონ თითოეულს. იქ, სადაც იქნება კითხვები და მათ შორის, სტრუქტურული ოპტიმიზაციის დასაბუთებული არგუმენტები, ბუნებრივია, ამას სუბიექტებისგან დამოუკიდებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები