„საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობა ჩაეშალათ და პაპუაშვილმა ახალი დავალება მიიღო“

ადვოკატი მირიან ნიკოლაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სკანდალური განცხადების მიზეზებზე საუბრობს.
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნიკოლაძე აცხადებს, რომ ზეწოლაზე განცხადებები მას შემდეგ დაიწყო, რაც წინა დღეს, 2016 წლის 21 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დააკმაყოფილა “ნაცმოძრაობის” სარჩელი მაჟორიტარული ოლქების მოწყობის პრინციპის გაუქმებაზე.
“პაპუაშვილი მიხვდა, რომ მისი და, შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის სფეროდან გასვლა დაიწყო მოსამართლეების უმრავლესობამ.
შესაბამისად, მიიღო ახალი დავალებები. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, კონკრეტულად კი, მის წევრ 3 მოსამართლეს უნდათ, გააუქმონ ის ნორმები, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში! კერძოდ, არჩევნების წინ უნდათ გააუქმონ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი (მითვისება-გაფლანგვა), რათა „პოლიტიკური პატიმრის“ სარჩულით ციხიდან გათავისუფლდეს გიგი უგულავა. ასევე პოლიტიკური პატიმრების სარჩულით გათავისუფლდნენ „კაბელების საქმეების“ მსჯავრდებულები“, – აცხადებს ნიკოლაძე.

მისი თქმით, ასევე ცდილობენ, ნებისმიერი გზით გაუქმდეს ის მუხლი (ამორალურობის თაობაზე), რომლითაც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მიდის დავა, რათა საერთო სასამართლოში მიმდინარე დავას აზრი დაეკარგოს და საბოლოოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში დარჩეს მთავარი სააგიტაციო მანქანა – “რუსთავი-2”.

“ასეთი ნორმის გაუქმების ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს! რაც მთავარია, ამ ნორმებს აუქმებენ 3 საქმის გამო! ეს არის „რუსთავი 2“-ის საქმე, „კაბელების საქმე“ და უგულავას საქმე! დაინახეს რა, რომ კონტროლი დაკარგეს საერთო სასამართლოებზე, ამით ცდილობენ, გააჩერონ ისინი. ამას აკეთებს ისევ პირველი კოლეგია, რომელიც იხილავს ყველა პოლიტიკურ საქმეს, რომელთაც ყოველთვის, ვითომ შემთხვევით, ეწერება ეს საქმეები.

შეიკრიბება 3 მოსამართლე და მათში უმრავლესობა, ანუ 2 გადაწყვტს ამა, თუ იმ ნორმის გაუქმებას და ასე უნდა მართონ ეს პროცესი! ეს წარმოუდგენელია – ჯერ ერთი გამოძიებული უნდა იყოს ყველა ის დარღვევა, რაც გაჟღერდა და მეორე, დაუშვებელია საკონსტუიტუციოს ამ სამკაციანმა ზონდერ ჯგუფმა მიაღწიოს თავის მიზანს“, – აცხადებს ნიკოლაძე.

ადვოკატის თქმით, ამაზე სააკაშვილი და გვარამიას საუბარი ახსენდება, რომლის ავთენტურობა თავად გვარამიამ დაადასტურა.

“საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, გვარამიას კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ის მოვლენების განვითარებას “რუსთავი 2”-ის თემაზე, სააკაშვილი პასუხობს: “უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე”. “იშოვეთ „ბოევიკები“, რომლებიც დაიცავენ. საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება უცებ”, – ეუბნება სააკაშვილი გვარამიას. სამწუხაროდ ეს ის ხალხია, რომელიც სხვა გზას ვერ ხედავს. ეს არი მათი მეთოდი, როგორც არ უნდა შეფუთონ თავინათი ზრახვები, სისხლზე გაივლიან, ოღონდ თავიანთ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ“, – აცხადებს ნიკოლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები