ლევან იზორიამ ახალი მოადგილეები დაასახელა

თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ლევან იზორიამ ახალი მოადგილეები დაასახელა.
როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი იქნება.
მას უსაფრთოხების სფეროში საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს, არის ყოფილი სამხედრო ატაშე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში, სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
როგორც იზორიამ აღნიშნა, სასაზღვრო პოლიციაში მუშაობის დროს ჩიქოვანის სახელს უკავშირდება არაერთი რეფორმა.
ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა შსს-ს ადმინისტრაციას, ბოლო ერთი წელი იყოს სუს-ის ადმინისტრაციის უფროსიც.
მინისტრის კიდევ ერთი მოადგილეა ნუკრი გელაშვილი, შსს-ს აკადემიის ყოფილი რექტორია.
„ნუკრი გელაშვილი ჩემი დოქტორანტი იყო. ერთად განვახორციელეთ საპატრულო პოლიციის რეფორმა და ორივე ვამაყობთ ამით“, – განმარტა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრის პოსტიდან თინათინ ხიდაშელის წასვლის შემდეგ, მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ.
რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები