ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ცეცხლი რეზერვუარში გაჩნდა, რის შემდეგაც უკვე ბენზინგასამართ სადგურს მოედო. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა სამართალდამცველები ადგილზე მუშაობენ და პერიმეტრი აქვთ შემოსაზღვრული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები