თეა წულუკიანი: პაპუაშვილმა თვითონვე შეუქმნას კოლეგებს მუშაობის ნორმალური საშუალება

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
წულუკიანი პაპუაშვილს ურჩევს, უფლებამოსილების ამოწურვამდე სასამართლოში არსებული პრობლემები მოაგვაროს.
“საკონსტიტუციო სასამართლოს შიდა საქმეა, როდის რა პროცესი ჩაინიშნება თუ გადაიდება და ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 30 სექტემბრამდე, მანამ, სანამ კანონიერ ვადას ამოწურავს, ყველა ღონეს მიმართოს იმისთვის, რომ შიგნით პროცესები იყოს, რაც შეიძლება, მშვიდი და თვითონვე შეუქმნას საკუთარ კოლეგებს მუშაობის ნორმალური საშუალება”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები