დავით უსუფაშვილი: გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს

პარლამენტის თავმჯდომარეს თავდაცვის ახალ მინისტრთან ისეთი თანამშრომლობა ექნება, როგორიც უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ საარჩევნო რეჟიმში ყოფნას დებატების რეჟიმში გადასვლა სჯობია.
„როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობა მექნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ, რომელი ჯობია, თავდაცვის სამინისტროს მართავდეს პოლიტიკური ფიგურა და არა უსაფრთხოების ორგანოს წარმომადგენელი, ამ ხედვაშია განსხვავება,“ – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის კომენტარს, თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გასაკვირი არაფერია, რომ არ დაემთხვა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს. გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის განცხადებებს არაადეკვატური უწოდა. თინა ხიდაშელმა და დავით უსუფაშვილმა ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას პრემიერის შეცდომა უწოდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ახალი მინისტრი უწყებაში დღეს წარადგინა. ლევან იზორიამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე თინა ხიდაშელი შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები