შსს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ივლისში საქართველოში 764 022 ვიზიტი განხორციელდა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3,5 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-ივლისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 400 335 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივლისში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტურისტი – 1 401 914 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,5%); ტრანზიტი – 672 317 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%);სხვა – 1 326 104 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,3%).
”2016 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+4,4%), სომხეთიდან (-7,4%), თურქეთიდან (-7,9%), რუსეთიდან (-2,7%) და უკრაინიდან (+18,4%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და საფრანგეთი (შესაბამისად 25%, 16%, 7% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (35%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (30%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (69%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები 33%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 8%-იანი ზრდა.
საერთო ვიზიტორების დაბალი პროცენტით მატება განპირობებულია სსკგ „ყაზბეგის დროებითი შეფერხებით”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ივლისის თვეში საქართველოში 764 022 ვიზიტი განხორციელდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები