დავით უსუფაშვილი: მზად უნდა ვიყოთ ყველა, რომ ჩვენ გვექნება განსხვავებული პოზიციები
უკვე დიდი ხანია, „რესპუბლიკური პარტია“ და პარტია „ქართული ოცნება“ არ ვართ ერთი პოლიტიკური გუნდი, ამიტომ საჯაროდ ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული პოზიციების დაფიქსირებას აღარ ვერიდებით. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამ წელიწადნახევარი ყველა ვერიდებოდით ამას და ეს დრო ამოიწურა. მზად უნდა ვიყოთ ყველა, რომ ჩვენ გვექნება განსხვავებული პოზიციები. ამის ძებნას ჩვენ სპეციალურად არ დავიწყებთ, მაგრამ როცა გვექნება, ვიტყვით. პრემიერმა მოისმინა ჩვენი შეფასება, რომელსაც არ მოვუწონეთ ჩვენ სისტემური თვალსაზრისით მიღებული გადაწყვეტილება. მან ჩემი პოზიცია არაადეკვატურად ჩათვალა. რომელია უფრო სწორი და რომელი არასწორი, ეს უნდა განსაჯონ მათ, ვისაც ეს პოზიცია გავაცანით, მაყურებელმა, მოქალაქეებმა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.