გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი დავით ნარმანიას მოადგილეები გახდნენ

თბილისის მერს დღეიდან ორი ახალი მოადგილე ჰყავს. თბილისის საკრებულომ შესაბამის პოსტებზე გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი დაამტკიცა. ნატო ქიტიაშვილი ამ დრომდე, თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი იყო, ნიკოლეიშვილი კი დედაქალაქის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
ნატო ქიტიაშვილისა და გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურები საკრებულოს წევრებს მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ წარუდგინა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ნატო ქიტიაშვილის სამოქმედო გეგმას მოუსმინეს და კითხვებით მიმართეს. საბოლოოდ, მას მხარი დაუჭირა 26-მა დეპუტატმა, 9 წინააღმდეგი იყო.
გიგა ნიკოლეიშვილს მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო. მისი კანდიდატურის წარდგენის დროს საკრებულოში ოპოზიციამ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა.
დღესვე, თბილისის მერიის 2 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურაც განიხილეს და დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები