დავით ნარმანიას მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი გახდა

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი გახდა. საკრებულოს სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო, სამმა კი თავი შეიკავა. აღნიშნულის გარდა საკრებულოს სხდომაზე მერიის მიერ კიდევ სამ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილ კანდიდატურებს უყრიან კენჭს. გიგა ნიკოლეიშვილმა ირაკლი ლექვინაძე ჩაანაცვლა. ირაკლი ლექვინაძემ თანამდებობა საპარლამენტო არჩევნების გამო დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ლექვინაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოიაზრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები