17 პოლიტიკური სუბიექტი აუდიტორის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია სასამართლოში სარჩელის შეტანას მიმდინარე კვირაში აპირებს. 17 პოლიტიკური სუბიექტი აუდიტორის სამსახურის ხელმძღვანელთან ითხოვს შეხვედრას და ფასიან რეკლამასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებს. ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ სარჩელთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მზადების პროცესშია.
მისი თქმით, გენერალური აუდიტორის უსამართლო გადაწყვეტილება მთავრობის მიერ არის ნაკარნახევი, რაც მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკურ სუბიექტებზე უპირატესობის მოპოვებითაა განპირობებული.
„ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა რეკლამის შემსრულებელი ამას ვკითხულობთ ისე, რომ გართულდა და გაუარესდა საარჩევნო გარემო, გაუარესდა წვდომა კომერციულ რეკლამასთან მიმართებაში პოლიტიკური პარტიებისათვის და მხოლოდ გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილე კითხულობენ ისე, რომ თითქოს ეს ყველაფერი გამარტივდა. მათ ან წერა არ იციან, ან – კითხვა, რომ თავის დაწერილს ვერ კითხულობენ“, -განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები