კულტურის პალატის ორგანიზებით ბათუმში “სუხიშვილების” კონცერტები გაიმართება
საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით სუხიშვილების ტარდიციულ კონცერტებს 16, 17, 18 და 19 აგვისტოს ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი უმასპინძლებს.
ოთხი დღის განმავლობაში საზოგადოებას საქართველოს ეროვნული ნაციონალური ანსამბლი ბევრ სიურპიზს და გრანდიოზულ საღამოს ჰპირდება. ტრადიციად ქცეულ კონცერტებს სუხიშვილები და კულტურის პალატა უკვე წლებია. ბათუმში ატარებს.
საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.