საკონსტიტუციო სასამართლოს მოსმართლეები ზაზა თავაძე და ოთარ სიჭინავა დიპკორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

 სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსმართლეები ზაზა თავაძე და ოთარ სიჭინავა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. ოთარ სიჭინავას განცხადებით, მათ სურთ, დიპლომატებს მიაწოდონ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებთან და მოსამართლეების პოზიციასთან დაკავშირებით. „ჩვენ გვინდა, ინფორმაცია მივაწოდოთ დიპლომატებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და არა კონკრეტულ – საქმეებზე, რათა რაიმე პოლიტიკურ ინსინუაციებს არ ქონდეს ადგილი”, – განაცხადა სიჭინავამ. შეხვედრაზე ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლიც მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები