მოსამართლეებთან შეხვედრაზე ბრიტანეთის ელჩი მივიდა

სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი მივიდა.
როგორც ცნობილია, დღეს 12:00 საათზე, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის ერთიანი განხილვა უნდა გაიმართოს, თუმცა მოსამართლეები ზაზა თავაძე და ოთარ სიჭინავა ამ საქმის განხილვაში მონაწილეობას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ამ მოვლენებს წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობის შესახებ. ეს ინფორმაცია არც ერთმა მოსამართლემ არ დაადასტურა. პირველ აგვისტოს ასევე გაავრცელა განცხადება პროკურატურამ, სადაც ნათქვამი იყო, რომ გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ მოსამართლეები და მათზე ზეწოლის ფაქტი არ დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები