ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლევან მურუსიძის მიმართ დისციპლინური დევნისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლევან მურუსიძის მიმართ დისციპლინური დევნისკენ მოუწოდებს. დოლიძე ამბობს, რომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა და პოლიტიკური შეფასებების გაკეთება ეკრძალება. „ლევან მურუსიძე ბოლო პერიოდში აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დებატებში. ის აკეთებს პოლიტიკურ კომენტარებს, რომელიც სცილდება მის სამოსამართლეო საქმიანობას და ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ეთიკის კოდექსს. მოვუწოდებ იუსტიციის საბჭოს, განიხილოს მურუსიძის განცხადებები, პოლიტიკური შეფასებები და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს“,- განაცხადა ანა დოლიძემ. ანა დოლიძის ეს განცხადება ლევან მურუსიძის მხრიდან „ქრონიკისთან“ ინტერვიუს მოჰყვა, სადაც მან სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე ისაუბრა.