გიგლა აგულაშვილი: საქმე გამოაჩენს ყველაფერს, რა იყო შეცდომა და რა არ იყო

„ლევან იზორიას აქვს გამოცდილება და დიდი პოტენციალი იმისათვის, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი ღირსეულად გაართვას. იგივე ეხება ქეთი ციხელაშვილს. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდის ღირსეული წევრები გახდებიან. საქმე გამოაჩენს ყველაფერს, რა იყო შეცდომა და რა არ იყო“, – განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია მუშაობას დღეიდან შეუდგება. თავდაცვის ახალ მინისტრს სამინისტროში გენშტაბის წევრები, ასევე სხვა თანამშრომლები შეხვდებიან. ლევან იზორიას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს თავად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები