თბილისის საკრებულო მერიის ოთხ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების შესახებ იმსჯელებს

დღეს თბილისის საკრებულო მერიის ოთხ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების შესახებ იმსჯელებს. თბილისის საკრებულო სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად მერიის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე იმსჯელებს. კერძოდ, საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით თბილისის მერის ორი მოადგილის, ადმინისტრაციის უფროსისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უროსის პოსტებზე კანდიდატები უნდა დაამტკიცონ.
გიორგი ლილუაშვილის ნაცვლად თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი გიგა ნიკოლეიშვილი; ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე კი წარდგენილია მოქმედი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ირაკლი ხუცურაულის კანდიდატურა. ასევე, მერის მეორე მოადგილის პოსტზე წარდგენილია იურიდიული სამსახურის უფროსი ნატო ქიტიაშვილი. თუ ვინ იქნება იურიდიული სამსახურის უფროსი ჯერჯერობით უცნობია. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი უკლებაა წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები