მამუკა მდინარაძე: ვერ დავეთანხმები თინა ხიდაშელს, ლევან იზორია პროფესიონალი კადრია

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმაურება. “პირWელთან” საუბარში მდინარაძემ განაცხადა, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია პროფესიონალია და ის ახალ თანამდებობას თავს კარგად გაართმევს.
“ვერ დავეთანხმები თინა ხიდაშელს. ლევან იზორია არის პროფესიონალი კადრი, ახლოს არ ვიცნობ, თუმცა თუკი ვინმე თვალს ადევნებდა მის გატარებულ რეფორმებს, ობიექტურ დამკვირვებელზე მაქვს საუბარი შეამჩნევდა, რომ მას არაერთი წარმატებული რეფორმა აქვს განხორციელებული და ბევრი პოზიტივის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. ის კარგად იცნობს, როგორც საშინაო ასევე საგარეო გამოწვევებს. შესაძლებელია, თანამდებობის დატოვებას პირველ საათებში ახლავს გარკვეული ეიფორია, ვფიქრობ, რომ გავა რამდენიმე დღე და უფრო კონსტრუქციული იქნება მისი განცხადებები და კონსტრუქციულ რეჟიმში ოპონირება მოგცემს იმის საშუალებას, რომ რეალურ საკითხებზე რეალურად ვისაუბროთ. არ მგონია, რომ ქვეყნის წინაშე გამოწვევების ერთიანი ძალისხმევის მიმართვა იყოს ბოლშევიზმი და ეს ქალბატონ თინას ასე მიაჩნდეს, ასეთი წარმოდგენა მასზე არ მაქვს. ვფიქრობ, ბატონი ლევანი ღირესული კანდიდატია, რომელიც ძალიან კარგად გაართმევს თავს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას”, – განაცხადა მდინარაძემ.
თინათინ ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია შეცვლის.  თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას დანიშვნას შეცდომად აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები