„პოზიციას“ ორგანიზებით, ვახტანგ მაისაიამ ტერორიზმის შესახებ სემინარი ჩაატარა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ორგანიზებით, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ ტერორიზმის შესახებ სემინარი ჩაატარა.
სემინარს სახელწოდებით, „საერთაშორისო ტერორიზმი და მისი გავლენა ეროვნული უსაფრთხოების გარემოზე“ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
სემინარის მსვლელობისას სტუდენტებსა და ვახტანგ მაისაიას შორის დისკუსიაც გაიმართა.
როგორც სემინარის დასრულების შემდეგ ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, დისკუსია ძალიან საინტერესო კუთხით წარიმართა.
მისი თქმით, „პოზიციას“ მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალგაზრდების განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
„დიდი მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და თითოეულ წევრს, იმიტომ რომ ეს, მართლაც, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. საინტერესო კუთხით წარიმართა დისკუსია მოწვეულ სტუმრებსა და უშუალოდ ორგანიზაციის წევრებს შორის. ასეთი ორგანიზაციების მიმართ უნდა იყოს მხარდაჭერა არა მარტო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოელი სპონსორების მიერ, არამედ სახელმწიფომაც უნდა გაიღოს დახმარება, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციებს შეაქვთ განათლება და განათლების გარეშე, სახელმწიფოების განვითარება შეუძლებელია. დღევანდელი რეალობა ამას კარგად წარმოაჩენს“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის სემინარები სხვადასხვა თემაზე მომავალშიც ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები