ევა გოცირიძე: არასამთავრობო სექტორი თავიდანვე ჩემი წინააღმდეგი იყო

ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ევა გოცირიძე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განმარტებებს ითხოვს და მათ უსამართლობაში ადანაშაულებს.
როგორც ევა გოცირიძემ ”ქრონიკასთან” საუბრისას აღნიშნა, არასამთავრობოები მის კანდიდატურას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ.
”არასამთავრობო სექტორი თავიდანვე იყო ჩემი წინააღმდეგი. მათი უსამართლობის მიუხედავად, მე მაინც მოვაგროვე იმდენი ქულა, რომ ვყოფილიყავი ხუთ მოწინავე პიროვნებას შორის. ყველა კანდიდატს ვცემ პატივს, მათ შორის, ანა დოლიძეც. არავის წინააღმდეგი მე არ ვარ, თუმცა, რა თქმა უნდა, ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც არის პროფესიული გამოცდილება უშუალოდ ადამიანის უფლებათა სფეროში, აუცილებლად უნდა ყოფილიყო აწონილი და გაზომილი”, – განაცხადა ევა გოცირიძემ.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა სამწევრიან სიაში ნანა მჭედლიძეს ევა გოცირიძე ჩაანაცვლებს. აღნიშნული სია გასულ კვირაში, მთავრობის სხდომაზე გადაისინჯა. ევა გოცირიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციას კითხვები აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები