ქეთევან ციხელაშვილი: მშვიდობა არის აუცილებელი წინაპირობა ქვეყნის პრობლემების მოგვარების და ქვეყნის გაერთიანების

მშვიდობა არის აუცილებელი წინაპირობა ქვეყნის პრობლემების მოგვარების და ქვეყნის გაერთიანების, – აღნიშნული განცხადება ქეთევან ციხელაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად წარდგენისას გააკეთა.
ამასთან, ციხელაშვილმა კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ხშირად არ არის ხმამაღალ რიტორიკაზე მიმართული, არამედ საქმეზე. თან არის ძალიან პრინციპული. ამ პოლიტიკის მეშვეობით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ძალიან რთულ გარემოში, შევძელით შეგვენარჩუნებინა არაღიარების პოლიტიკა. ჩვენ გავაგრძელებთ ერთის მხრივ დეოკუპაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ხოლო მეორეს მხრივ დიალოგის პოლიტიკას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან მიმართებაში, რომელიც ნდობის მშენებლობაზეა ორიენტირებული.
ჩვენი სამინისტრო ფუნქციონირებს მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებით – სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის. ჩვენ 2015 წელს მივიღეთ ახალი სტრატეგია, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. 2020 წლამდე ძალიან ბევრ ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ ჩვენი მრავალფეროვნება რეალურად იქცეს ჩვენს სიმდიდრედ, განვითარების უნიკალურ წყაროდ და გზავნილი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში”, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
კვირიკაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ქეთევან ციხელაშვილი, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია დღეს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები