ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით კვლავ გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით კვლავ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.3492 ლარი ეღირება, 30 ივლისისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.3479 ლარი იყო.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ფასი 2.6226 ლარი იქნება. ბოლო ორი დღის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6083 ლარს შეადგენდა.
2.3479 ოფიციალური კურსის პირობებში, უცხოური ვალუტის ფასი სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დღეს საშუალოდ, 2.39 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები