ლევან იზორია: ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ

მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის. ალბათ, ჩვენ თქვენს ნდობას გავამართლებთ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნდობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ, – განაცხადა ლევან იზორიამ პრემიერ-მინისტრის მისამართით, რომელმაც იგი დღეს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.
გიორგი კვირიკაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრად წარდგენის შემდეგ ლევან იზორიამ ყურადღება ორ ფაქტორზე გაამახვილა, რომელთაგან ერთი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებაა, მეორე კი, ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში სრულფასოვანი რეფორმების განხორციელება.
„მოგეხსენებათ, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ახლო წარსულში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოსა და აშშ-ს შორის და ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი თავდაცვის უწყების და ქვეყნის ინტეგრაციას.
ბუნებრივია, ამ ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ მომიწევს მუშაობა სამშობლოსთვის თავდადებულ ოფიცრებთან, სამხედროებთან, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვთ. ალბათ, ჩვენ თქვენს ნდობას გავამართლებთ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნდობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ,“- განაცხადა ლევან იზორიამ.
პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია წარადგინა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთი ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები