გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიფინგს გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის განცხადება 17:00 საათზე გაკეთდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა სავარაუდოდ, ბრიფინგზე პრემიერი თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელებს დაასახელებს.
თინათინ ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეს ოფიციალურად დატოვეს.
პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ხიდაშელისა და ზაქარეიშვილის განცხადებები რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები