დიმიტრი ქუმსიშვილი სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ გახსნას დაესწრო

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსთაველის გამზირზე მდებარე შვიდვარსკვლავიანი სასტუმროს, „ბილტმორ თბილისის“ გახსნის გალა-ღონისძიებას დაესწრო. საზეიმო ცერემონიის მასპინძელი სასტუმროს მფლობელი კომპანია „დაბი ჯგუფი“ იყო.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ქართველ ხალხს მიულოცა ახალი შვიდვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა და ქვეყნისთვის ასეთი მაღალი კლასის სასტუმროს არსებობის მნიშვნელობა დადებითად შეაფასა.
“აქამდე ჩვენს ქალაქში შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო არ არსებობდა. ,,ბილტმორ მილენიუმი“ არის პირველი და, რა თქმა უნდა, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამიერიდან ჩვენ შევძლებთ, ვუმასპინძლოთ ძალიან მაღალი გემოვნების და მაღალი მოთხოვნილების სტუმრებს, რომელთაც აქვთ შვიდვარსკვლავიანი სასტუმროს სერვისის მოთხოვნილება. ამ პროექტში 140 მილიონის ინვესტიცია განხორცილდა და თქვენ ნახავთ, რამდენად მშვენიერია ეს სასტუმრო, როგორ არის მოპირკეთებული და გაკეთებული. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროში რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე იმუშავებს და ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გალა-ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი, შეიხი მუბარაკ ალ ნაჰიანი მიესალმნენ.
შვიდვარსკვლავიან „ბილტმორ თბილისს“ მთლიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 214 ნომერი აქვს. პროექტის განხორციელებისათვის 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები