ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს.
საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის გადაყენების საკითხი, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია, ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” დააყენა და საკითხს მხარს საკრებულოს 20 დეპუტატი უჭერს. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხის განხილვა პოლიტიზებულია.
სხდომას „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და თამარ ხიდაშელი ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები