პრემიერი: თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც გადალახავს თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევებს

თბილისი ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადას მასპინძლობს. ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს მსგავსი მაღალი დონის შეჯიბრს, რომელსაც 50-წლიანი ისტორია აქვს.
„ოლიმპიადები, მეცნიერების პოპულარიზაციასთან ერთად, ხელს უწყობს მეგობრობასა და თანამშრომლობას მოსწავლეებს შორის. სწორედ ამ დროს მყარდება მჭიდრო კონტაქტები პოტენციურ ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებს შორის და ხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. თქვენთვის ეს მართლაც ძალიან ამაღელვებელია მომენტი უნდა იყოს – თქვენ ხომ დღეს ეჯიბრებით თქვენს თანატოლებს მთელი მსოფლიოდან. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებს შორის, ქიმიით დაინტერესების ასეთ მაღალ დონეს ვხედავ”, – მიმართა პრემიერმა ოლიმპიადის მონაწილეებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველო ცოტა ხნის წინ ჩაერთო და პირველად, ოთხკაციანი გუნდით, 2014 წელს, ვიეტნამში, ჰანოეს 46-ე ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მთელი ძალისხმევა განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციური სტრატეგიების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
„ჩვენი პრიორიტეტებია – სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლის, კვლევების, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რადგან ეს ყველაფერი მომავლის მოქალაქეების, მომავლის მეცნიერებისა და გამომგონებლების აღზრდას უწყობს ხელს. თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც გადალახავს თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან, ენერგომატარებლებთან, მედიცინასთან, სოფლის მეურნეობასთან, საკვების უვნებლობასა და უსაფრთხოებასთან. ქიმიას ხომ უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და გლობალურ ეკონომიკაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს წარმატებები და ბევრი სამეცნიერო აღმოჩენა უსურვა და იმედი გამოვთქვა, რომ საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ოლიმპიადა მათზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.
„დარწმუნებული ვარ, მოგონებები ამ ოლიმპიადასთან დაკავშირებით მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. თბილისში გატარებული დღეების შედეგად კი, თქვენ შეიძენთ ახალ მეგობრებს და კიდევ უფრო გაიღრმავებთ მეცნიერების დაუფლების სურვილსა და სიყვარულს”, – მიმართა პრემიერმა ოლიმპიადის მონაწილეებს.
ოლიმპიადის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს 75 ქვეყნის 300 საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლებთან ერთად სტუმრობს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები