ლარსის გამშვებ პუნქტთან სატვირთო მანქანების მძღოლებს გადაადგილება უჭირთ

ლარსის გამშვებ პუნქტთან ასობით სატვირთო მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებს. არსებული ინფორმაციით, თავის რიგს 305 სატვირთო მანქანა ელოდება.
როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული შეფერხება მგზავრების რაოდენობის სეზონურ ზრდასა და ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება.
„305 სატვირთო ელოდება თავის რიგს. საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის მიმართულებით გადასულია 233 სატვირთო მანქანა, იქიდან შემოვიდა დაახლოებით 200;
ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით შემოსულია 1404 სამგზავრო ავტობუსი, ხოლო საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გასულია 1447.
არასრული დღის ინფორმაციით, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ამ დროისათვის გასულია 5 ათასამდე მგზავრი, იქიდან შემოსულია 4602 მგზავრი“,-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები