კახა კალაძე: მოსამართლეები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მათზე ზეწოლა არ განხორციელებულა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გაუგებარია.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეებმა თავად განაცხადეს, რომ მათზე ზეწოლა არ განხორციელებულა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაწყებულია.
„გამოძიება დაწყებულია ე. წ ზეწოლაზე როგორც გავრცელდა ინფორმაცია ,თუმცა ვერ გავიგეთ, მოსამართლეები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მათზე ზეწოლა არ განხორციელებულა. მე თავს შევიკავებ რაიმე კომენტარის გაკეთებისგან, დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. თავად მოსამართლეები კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები