მაია ბითაძე რადიაციული მონიტორინგის შედეგებს გაეცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელთან ვასილ გედევანიშვილთან ერთად, ქვემო ქართლში იმყოფებოდა, სადაც გარდაბნის  მოსახლეობას შეხვდა. მინისტრის მოადგილე სოფელ სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული რადიაციული მონიტორინგის შედეგებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და  მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
რადიაციული კვლევები განახლებული მობილური ლაბორატორიის მეშვეობით  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარდა. შემოწმდა რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან არსებული ფონი და ნიადაგში  რადიონუკლიდების მაჩვენებლები.

კვლევის შედეგად არ დაფიქსირებულა რადიონუკლიდების არსებობა ნიადაგში, ხოლო რადიაციული ფონი სრულად შეესაბამება ბუნებრივს.

 ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო რადიაციული უსაფრთხოების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები