“ბლექ სი არენაზე” კრისტინა აგილერას კონცერტი მიმდინარეობს

აჭარაში, შეკვეთილში, “ბლექ სი არენაზე” ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტი მიმდინარეობს. ახალ საკონცერტო სივრცეში ათასობით ადამიანია შეკრებილი.

პოპ-ვარსკვლავი დღეს მუსიკალურ ბენდთან და მოცეკვავეთა ჯგუფთან ერთად არის წარმოდგენილი. მომღერალი ქართველი მსმენელისთვის ყველა ცნობილ ჰიტს შეასრულებს.

კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა “ბლექ სი არენა”, სადაც მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო ვარსკვლავები კონცერტებს გამართავენ. ბრიტანელი მევიოლინე ვანესა მეი მსმენელის წინაშე 8 აგვისტოს წარდგება, 13 აგვისტოს ანსამბლ „ერისიონის“, ხოლო 20 აგვისტოს შეკვეთილში როკ-ჯგუფი Scorpions-ის კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები