“პაპუაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ყველა მოსამართლე დაიკითხა”

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიების ფარგლებში ყველა მოსამართლე დაიკითხა, – აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისივე თქმით, პაპუაშვილმა დაკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ითხოვა.

„ამ ეტაპზე დაკითხულია სასამართლოს ყველა მოსამართლე წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვა განხორციელდება შემდეგ კვირაში, მისივე თხოვნით საკონსტიტუიციო სასამართლოში. ვფიქრობ, შემდეგ კვირაში უკვე შევძლებთ კონკრეტულ, შუალედურ შედეგებზე ვისაუბროთ, რომელიც რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესებს არ დააზიანებს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაწყებული გამოძიება მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გიორგი პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები