აბაშიძე – კარასინის მორიგი შეხვედრა ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
ამის შესახებ კარასინმა სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა. სააგენტოს ცნობით, ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემაც დაადასტურა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, წინა შეხვედრაზე მხარეები პატიმრობიდან ორი ქვეყნის მოქალაქეების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები