რუსი სპორტსმენების ადგილს რიოში ქართველი, მოლდაველი და ალბანელი ძალოსნები დაიკავებენ

მძიმე ათლეტიკის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ეროვნულ ნაკრებს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში მონაწილეობა აუკრძალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამის მიზეზი ანტიდოპინგური კანონმდებლობის დარღვევის არაერთი ფაქტია. „მძიმე ათლეტიკის, როგორც სპორტის სახეობის რეპუტაცია რამდენჯერმე სერიოზულად დაზარალდა რუსი სპორტსმენების მოქმედებების გამო, ამიტომ ეს გადაწყვეტილება სპორტის ამ სახეობის სტატუსის შესანარჩუნებლად იყო მიღებული“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
რუსი მძიმე ათლეტების ადგილებს საქართველოს ალბანეთის, მოლდავეთის, ბელგიის და სხვა ქვეყნების სპორტსმენები დაიკავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები