ირაკლი შოთაძე: პროკურატურაში ხალხს არ აწამებენ

   მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე პროკურატურის გენინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. სხდომის დაწყებამდე შოთაძემ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ მასალების ნაწილის გასაჯაროება პროკურატურის მხრიდან საზოგადოების დიდი ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა.
“პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ღია და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას გავცეთ პასუხი. დღეს ზუსტად ამ მიზნით მოვედით პარლამენტში. ჩვენ უკვე გავეცით საზოგადოების გარკვეულ კითხვებს პასუხი და დღეს მზად ვართ, პარლამენტარების კითხვებსაც ვუპასუხოთ. თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით გარკვეული აჟიოტაჟი შეიქმნა, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. კადრებით გვსურდა საზოგადოებისთვის გვეცნობებინა, რომ საქართველოს პროკურატურაში ვიდეოკამერებით თითოეული წუთის გადაღება ხდება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს პროკურატურაში ხალხს არ აწამებენ”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები