დუშეთში, მესტიასა და თიანეთში ქართული ანსამბლებისა და ჯგუფების კონცერტები გაიმართება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი Check in Georgia გრძელდება.
ქართული მუსიკალური ანსამბლებისა და ჯგუფების მონაწილეობით დღეს კონცერტები დუშეთში, თიანეთსა და მესტიაში გაიმართება.
დუშეთში, სოფელ ჩარგალში, 13:00 საათზე, ვაჟა ფშაველას მუზეუმის ტერიტორიაზე კონცერტს ორი ანსამბლი – „გორდელა“ და „ჩვენებურები“ გამართავს.
კონცერტის პარალელურად, სახალხო დღესასწაულის – „ვაჟაობა“ ფარგლებში, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.
დღსვე, თიანეთში, 19:00 საათზე, ვაჟა ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში ანსამბლ „ორერას“, ჯუფ „ფლეშის“ და დავით ილურიძის ბენდის (სოლისტები მაკა გამყრელიძე და ხათუნა ჯალაღონია) მონაწილეობით კონცერტები მოეწყობა.
მესტიაში, 19:00 საათზე, სეტის მოედანზე მსმენელს საშუალება ექნება, ჯგუფ „ბანისა“ და დათო ევგენიძის ბენდის კონცერტს დაესწროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები