ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3479 ლარი გახდება. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3460 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6083 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6008 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0075 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები