შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ავტომანქანები გადაეცა – ვიდეო

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება.
შს მინისტრის პირველმა მოადგილემ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს „შკოდას“ მარკის 6 ახალი ავტომანქანა პირადად გადასცა. ბესიკ ამირანაშვილის თქმით, დეპარტამენტის ავტოპარკის განახლების გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით მიიღო.
შსს-ს ინფორმაციით, ახალი ავტომანქანები აჭარის რეგიონში პოლიციელების ოპერატიულ მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები