გურამ ადამაშვილი: „პოზიციას“ მიერ გამოკითხულთაგან არცერთს არ მიუღია NDI-ის კვლევაში მონაწილეობა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის შეფასებით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა, კერძოდ კი პოლიტიკური ნაწილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, არ ასახავს სინამდვილეს.
მისი თქმით, NDI-ის კვლევებისადმი საზოგადოებაც სკეპტიკურად არის განწყობილი.
როგორც გურამ ადამაშვილი აცხადებს, NDI-ის შედეგები ძალიან ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს.
„შეუძლებელია NDI-ის კვლევას შედეგები სწორი იყოს, თუნდაც 2012 წლის არჩევნები, რომ გავიხსენოთ, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შედეგები ერთ თვეში ჩატარებული არჩევნების შედეგისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. NDI კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დაკვეთით მუშაობს და ისე წარმოაჩენს რეალობას თითქოს, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავდეს. 2012 სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, NDI-ს კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას – „ნაციონალურ მოძრაობა” – გამოკითხულთაგან 37 პროცენტმა დაასახელა, „ქართულ ოცნება” კი – 12 პროცენტმა, რეალურად კი ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ”, თითქმის, 55 პროცენტი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ კი –  40 პროცენტი“, – განაცხადა ადამაშვილმა.
გურამ ადამაშვილი ასევე, ამბობს, რომ დღეს მისმა ორგანიზაცია „პოზიციამ“ ქუჩაში ხალხის გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ 100 ადამიანიდან ბოლო წლების მანძილზე NDI-ის არცერთი მათგანი არ გამოუკითხავს.
„დღეს ჩვენ ჩავატარეთ ქუჩის გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ 100 ადამიანიდან არცერთი მათგანი არ იყო ისეთი ვინც, ბოლო წლების განმავლობაში NDI-მ გამოკითხა“, – განაცხადა მან.
NDI-მ დღეს კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 4 113 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები