გია ვოლსკი: კახა კოჟორიძე სამართლებრივი ფორმატიდან გავიდა

კახა კოჟორიძე შეფასებებში სამართლებრივი ფორმატიდან გავიდა, – ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის მიერ გიორგი მარგველაშვილის სიძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის სიძის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას თავად გიორგი მარგველაშვილმა დაუდო საფუძველი.
„კოჟორიძე შეფასებებში სამართლებრივი ფორმატიდან გავიდა, შეიძლება უხერხულობას ქმნის რომელიმე განცხადება, საჯარო პირების ოჯახის წევრებთან დაკავშირებით ინფორმაცია, მით უმეტეს, თუ ამ ინფორმაციის გასაჯაროებას პრეზიდენტი მოითხოვს თავისი განცხადებით, პრეზიდენტმა თავისი განცხადებით საფუძველი დაუდო ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობას, ნორმალური და ლოგიკურია საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდოს, თუ რა საკითხებზე მსჯელობს პრეზიდენტი,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები