დავით ნარმანიას მოადგილეები გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი იქნებიან

თბილისის მერს დავით ნარმანიას ორი ახალი მოადგილე ეყოლება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დავით ნარმანიას მოადგილეები – დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის უფროსი გიგა ნიკოლეიშვილი და იურიდიული სამსახურის უფროსი ნატო ქიტიაშვილი იქნებიან.
დავით ნარმანიამ თბილისის მერის მოადგილის კანდიდატურები საკრებულოს უკვე წარუდგინა. თბილისის საკრებულო კანდიდატურებს, სავარაუდოდ, მომავალი კვირის სამშაბათის სხდომაზე განიხილავს.
ამასთან, მერიის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ირაკლი ხუცურაული იქნება, ზედამხედველობის სამსახურს კი გიგა უკლება უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები