სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთათვის კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსი პირველად ჩატარდა

ნატოს სამეკავშირეო ოფისში კიბერუსაფრთხოების ბიუროს სპეციალისტების მიერ, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთათვის კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსი პირველად ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი საქართველოში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა და მასში 15 უწყების 20-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
ტრენინგი ნატო-საქრთველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა მერი გაბაშვილმა და კიბერსუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ გახსნეს. კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსი, რომელიც ბიუროში შემუშავდა, მიმართულია კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისაკენ და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ელექტრონული მოწყობილობების, მონაცემთა ბაზების, ინტერნეტის, სოციალური მედიის, მიმოწერის უსაფრთხოება და სხვა. წარმოდგენილმა თემებმა ინტერესი გამოიწვია მსმენელებში, შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ანალოგიური ტრენინგი წელს, სექტემბრიდან თავდაცვის სამინისტროს სისტემაშიც დაინერგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები