ზურა ხაჩიძე ბორჯომში “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარი კანდიდატი იქნება

“პატრიოტთა ალიანსმა” ქუთაისში საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. როგორც ქუთაისის ოპერის თეატრთან გამართულ შეხვედრაზე ითქვა, საპარლამენტო არჩევნებზე „ალიანსიდან“ ქუთაისს ნინო ონიანი და გია ბახტაძე წარადგენენ.
დღესვე, „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელებმა ოზურგეთისა და ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. ბორჯომში პარტიის წარმომადგენელი ზურა ხაჩიძე იქნება, ხოლო ოზურგეთში – შოთა გოგიბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები