ახმეტელის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება

30 ივლისს, 19 საათზე, ახმეტელის დრამატულ თეატრში გაიმართება საქველმოქმედო სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ მომღერლისა და ლოტბარის – ზვიად ბერიაშვილის დასახმარებლად.
ზვიად ბერიაშვილი ანსამბლ „ქალდეას“ ხელმძღვანელი და ახმეტელის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელია. მას აღმოაჩნდა მძიმე დაავადება და სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობას.
„სტუმარ – მასპინძელი“ ეს არის ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით აგებული დადგმა. რეჟისორი: ირაკლი გოგია, მუსიკალური ხელმძღვანელი: ზვიად ბერიაშვილი.
მონაწილეობენ: ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე, გიგი მიგრიაული, გვანცა კანდელაკი, თინა გვაზავა, ეკა გაგნიძე, ნინო არეშიძე, თაკო ფრიდონაშვილი, თეო გნოლიძე.
ბილეთის ფასი 10 ლარი, თანხა მთლიანად გადაირიცხება ზვიად ბერიაშვილის დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.
13874981_1358092340886037_969654090_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები